სკაპი სერვისების გაციფრულებას განაგრძობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მობილურ აპლიკაციას - Scapp, რომელიც სექტორში სერვისების მიწოდების წამყვანი ციფრული არხია, გადახდის ინოვაციური მეთოდები და უსაფრთხოების ახალი სტანდარტები დაემატა.
რა შეიცვალა მომხმარებლისთვის?
თუ აქამდე მსესხებელი აპლიკაციას მხოლოდ სესხის აღებისა და გრაფიკის კონტროლისთვის იყენებდა, ახლა მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის ვალდებულება (ავტო, ბიზნეს, აგრო და ოქროს სესხი) პირდაპირ Scapp-იდან დაფაროს. ამისთვის ხელმისაწვდომია:
ავტო სესხის სრული ციკლი ერთ სივრცეში
ეს სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელია სკაპის ავტო სესხის მომხმარებლებისთვის, რომელთაც შეუძლიათ სესხის მოთხოვნიდან გადახდამდე ნებისმიერ ეტაპზე, მომსახურების დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე მიღება. Scapp მობილურ აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია:
მეტი კომფორტისთვის, Scapp აპლიკაცია მომხმარებელს ბიომეტრიულ ავტორიზაციასაც სთავაზობს სახის იდენტიფიკაციითა (Face ID) და თითის ანაბეჭდით, რაც აპლიკაციაში შესვლას კიდევ უფრო მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.
სკაპი (ყოფილი „სვის კაპიტალი“) პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ბაზარზე, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური სერვისები მობილური აპლიკაციის ფორმატში შესთავაზა. დღეს Scapp-ით 90 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. კომპანია განაგრძობს მობილური აპლიკაციის განვითარებას და მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისებით სარგებლობის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას.
(R)