გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას - ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„ნაცმოძრაობას“ აღსასრულის პროცესი უდგას - ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს.

„ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ იქნება იქ განხილული. დანარჩენი ჩვენ არ გვადარდებს და არც დანარჩენ საქართველოს. ძალიან კარგად ვიცით, რა პროცესები მიდის „ნაცმოძრაობაში“. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღსასრულის პროცესი უდგათ. არა მარტო სამართლებრივი, პრაქტიკულადაც უკვე მათ მხარდაჭერები აღარ ჰყავთ. ახლა უკვე ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას - კითხვაზე, თუ რა რესურსი აქვს ახლა ოპოზიციას, მათ შორის, გაერთიანების კუთხით, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ „ეს ადამიანები თავად საუბრობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა“.

„მე მგონი, ამაზე საერთოდ კითხვებიც აღარ უნდა დასვათ. რა რესურსზე ვსაუბრობთ?! თვითონ აფასებენ თავიანთ თავს, რომ არიან ურესურსო, ურეიტინგო და წყალწაღებულები. წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ და ამიტომ აღარ ვსაუბრობ მათზე ბევრს. თავად საუბრობენ, რომ დამთავრდა მათი პოლიტიკური მოღვაწეობა. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ მინიმალურზე მინიმალური მხარდაჭერები დარჩათ სწორედ იმ ანტიქართული პოლიტიკის გამო. დევიზი - „რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი „ნაცმოძრაობისთვის“ ჯერ კიდევ არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი ნულოვანი რეიტინგი დღეს საქართველოში“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს