ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების წინადადება წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები განსახილველად უმაღლეს რადას წარუდგინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2026 წლის 3 თებერვლიდან კიდევ 90 დღით გაგრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმება შეუძლებელია მანამ, სანამ ომი არ დასრულდება, ომი კი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ეფექტურ გარანტიებს არ მიიღებს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საომარი მდგომარეობის გაუქმება ცეცხლის შეწყვეტის დროს, პრეზიდენტმა უპასუხა: „პირველ რიგში, ყველას გვსურს ომის დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გაუქმდება საომარი მდგომარეობა - და ეს ერთადერთი გზაა”.

„საომარი მდგომარეობა მოიხსნება იმ მომენტში, როდესაც უკრაინას ექნება უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ეს ომი ნამდვილად არ დასრულდება; ჩვენ ვერ შევძლებთ მისი დასრულების აღიარებას, რადგან ასეთი მეზობლის მხრიდან აგრესიის განახლების რისკი დარჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს