„სფერო ინვესტის“ დაზარალებულები ირაკლი კობახიძეს მიმართავენ

„სფერო ინვესტის“ დაზარალებულები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავენ.

„მოგმართავთ კომპანია „სფერო ინვესტის“ მიერ დაზარალებულთა სახელით. ჩვენი მდგომარეობა დღეს კრიტიკულია: ჩვენ არამხოლოდ ფინანსური ზარალი მივიღეთ, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით დავრჩით ღია ცის ქვეშ. კომპანიისგან ვიგირავეთ ბინები, თუმცა, როგორც გაირკვა, თაღლითური სქემის მსხვერპლნი გავხდით. რეალურმა მესაკუთრეებმა ბინებიდან გამოგვასახლეს და დღეს ასეულობით ოჯახი, მათ შორის მოხუცები და ბავშვები, ქუჩაში ვართ დარჩენილები

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დამფუძნებელი, გიგი წულეისკირი, დაკავებულია და მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, ხოლო დირექტორი ძებნილად არის გამოცხადებული ინტერპოლის მიერ, პროცესი ჭიანურდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დაზარალებულთა მდგომარეობას.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნები და თხოვნაა:

1) გამოძიების დაჩქარება: გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოთ საგამოძიებო და სასამართლო პროცესების დროულად დასრულებას.

2) ქონების რეალიზაცია: აუცილებელია კომპანიის ბალანსზე არსებული თუ დაყადაღებული ქონების დროული რეალიზაცია, რათა ამოღებული თანხებით მოხდეს დაზარალებულების კუთვნილი თანხის დაბრუნება

3) სამართლიანობის აღსრულება ყველა რგოლზე: გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ კომპანიის იურისტი, რომლის ხელმოწერაც ფიგურირებს უმეტეს თაღლითურ დოკუმენტაციასა და ხელშეკრულებაზე, ამ დრომდე არ არის მიცემული პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ სქემის სრულყოფილი გამოძიება შეუძლებელია ყველა ჩართული პირის პასუხისმგებლობის გამოკვეთის გარეშე.

ბატონო ირაკლი, თქვენი მხარდაჭერა და ამ საკითხის პირად კონტროლზე აყვანა არის ჩვენი ერთადერთი იმედი, რომ დავიბრუნოთ კუთვნილი თანხა და ქვეყანაში აღსრულდეს სამართალი.

ჩვენი რესურსი ამოწურულია. სახელმწიფო არის ჩვენი სამართლიანობის აღდგენის ბოლო იმედი. გთხოვთ, ნუ დაგვტოვებთ ქუჩაში და დაგვეხმარეთ კუთვნილი თანხების დაბრუნებაში“, - ნათქვამია მიმართვაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს