ადვოკატი - პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი - დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე

პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილს, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს - დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისსავე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს.

„პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, რომ აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს.

დილის 10:00 საათზე პროკურატურაში დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ ოქმები, ამის შემდეგ, საჭიროა, რომ ის ოქმები, საქმე შეკერო, წამოიღო, კანცელარიას დაეწეროს, ვიღაცა მოსამართლეს დაეწეროს და შესაბამისად, 15:00 საათზე უკვე მოსავლელად და განსახილველად დაგვიბარეს. შესაბამის საათზე და დროზე მოვედით. დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. კი ბატონო, დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს