დონალდ ტრამპი - ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიებასთან საერთო არაფერი მაქვს

ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიებასთან საერთო არაფერი მაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ, როგორც FED-ის ხელმძღვანელი ის კარგად არ მუშაობს და არც შენობების მშენებლობა გამოსდის“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია პაუელზე ზეწოლას არ ახდენს.

„ამას არც კი გავიფიქრებდი. ერთადერთი რაც მასზე ზეწოლას უნდა ახდენდეს არის ის, რომ საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ეს არის ერთადერთი ზეწოლა, რომლის ქვეშაც ის არის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა კვირას განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

პაუელის ცნობით, გამოძიება სენატში FED-ის შენობის რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებას ეხება. მისი თქმით, გამოძიება „უპრეცედენტოა“ და იგი საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე უარის თქმას უკავშირდება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს