ლაშა ძებისაშვილი - რაც არ უნდა ბევრი ხალხი გამოვიდეს და რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ირანში პროტესტი, წარმატებით ვერ დამთავრდება, თუ აშშ-მა არ გადადგა ნაბიჯი - რეჟიმი გვამებზე გაივლის

რაც არ უნდა ბევრი ხალხი გამოვიდეს და რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს ირანში პროტესტი, ეს პროტესტი ვერ დამთავრდება წარმატებით, თუ აშშ-მა არ გადადგა ნაბიჯი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლაშა ძებისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ირანში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა ძებისაშვილის თქმით, ირანში არის იმ ტიპის რეჟიმი, რომელიც „გვამებზე გაივლის“, თუკი ეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დასჭირდებათ.

„მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ასეთი ტიპის ავტორიტარულ სისტემასთან, რაც არ უნდა მშვიდობიანი და მასობრივი გამოსვლები იყოს, არაფრით არ მთავრდება. ასეთი ტიპის რეჟიმი გვამებზე გაივლის. ასი ათასობით გვამი თუ იქნება საჭირო, ეს რეჟიმი უკან არ დაიხევს და ხალხის ამ რაოდენობას დახოცავს.

რამდენიმე ფაქტორია, რომელიც არ არის შესრულებული იმისათვის, რომ ეს პროტესტი წარმატებით დასრულდეს. მიუხედავად პროტესტის მრავალფეროვნებისა, პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყნის შიგნით არ არსებობს. შაჰის ფიგურა რაც არ უნდა მოუწოდებდეს ერთიანობისკენ და მასობრივი გამოსვლისკენ, ის არ არის ის ფიგურა, რომელიც ფლობს მართვის ბერკეტებს ქვეყნის შიგნით. ასეთი ტიპის ავტორიტარულ სისტემებში, როგორც წესი, ან სერიოზული გარე ჩარევა უნდა მოხდეს, ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ძალისმიერი მეთოდით ხდება გარკვეული ტერიტორიის გათავისუფლება, სადაც ხდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ახალი ცენტრის ფორმირება და ამის გარშემო ხდება შემდეგ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების და ძალოვანი სტრუქტურების კონსოლიდირება, საიდანაც, როგორც წესი, ქვეყნის გათავისუფლება იწყება“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს