ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ

უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამერიკულ მხარესთან უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალური ანგარიში მოისმინა.

„ჩვენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრების, დოკუმენტების მომზადებისა და შესაძლო გაფორმების განრიგი განვიხილეთ. ჯგუფს დავავალე, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ. ეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი უნდა იყოს და ტექსტი ახლა უკვე ამ ხარისხს აღწევს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთისგან უკუკავშირს ელის იმის შესახებ, მზად არიან თუ არა ომის დასასრულებლად“.

„გვესმის, რომ ომის დასრულების ძირითადი პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ ამერიკული მხარე რუსეთთან კონტაქტშია. თუ ომის დასრულების შესახებ რუსეთის მხრიდან მზადყოფნა არ იქნება, მაშინ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს