Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წელს 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, მათ შორის დაახლოებით 8000 სტუდენტური ვიზა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წელს 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა,- ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, მათ შორის დაახლოებით 8000 სტუდენტური ვიზა და 2500 სპეციალიზებული ვიზა იმ პირებისთვის, რომელთაც კრიმინალური საქმიანობის გამო აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან შეხება ჰქონდათ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბანდიტების დეპორტაციას, რათა ამერიკის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის ცნობით, ვიზების გაუქმების ოთხი ძირითადი მიზეზი დარჩენის ვადის გადაცილება, ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ძალადობა და ქურდობა იყო.

„ეს ახალი რეკორდია და 2024 წელთან შედარებით 150%-ზე მეტით ზრდას წარმოადგენს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს