ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება

ირანში განვითარებულ მოვლენებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ირანში პროცესები „ინტერპრესნიუსი“ ირანში საქართველოს საელჩოს ყოფილ თანამშრომელს, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, ბაკო ხელაძეს ესაუბრა.

- ბატონო ბაკო, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაწყებული გამოსვლები გრძელდება. მასობრივმა საპროტესტი აქციებმა ლამის მთელი ქვეყანა მოიცვა.

ქვეყნის ისლამური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ როგორც ახალგაზრდები, ისე საშუალო ასაკის მოქალაქეები და სასულიერო პირებიც კი.

რაც უფრო რთულდება ვითარება ქვეყანაში, მით უფრო რთული ხდება ირანიდან ინფორმაციის მიღება. თუ საპროტესტო აქციების დაწყების პირველ დღეებში ძალოვნები თავდაცვის რეჟიმზე იყვნენ გადასული და სიფრთხილეს იჩენდნენ, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზეა გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისულების ძიებაში ქუჩაში გამოსული ხალხისთვის მას შესათავაზებელი არაფერი აქვს.

ეკონომიკური პრობლემების გამო ქუჩაში გამოსული ხალხი სკანდირებს „სიკვლილი აიათოლას“! „გაუმარჯოს მეფეს“! თუ სულ ცოტა ხნის წინ ამგვარი ლოზუნგებით აქციები ირანში წარმოუდგენელიც კი იყო, ვხედავთ რომ ასეთი ლოზუნგები დღეს ირანის ყოველდღიურობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანიდან ინფორმაციის მიღება სულ მეტად ჭირს, ცხადადაც კი ჩანს, რომ მომიტინგეებთან გამკლავება ისლამურ ხელისუფლებას აშკარად უჭირს, თქვენი ინფორმაციით, ირანში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ახალი და საინტერესო რა ხდება?

- ეს აქციები თვისობრივად განსხვავდება წინამორბედებისგან, სადაც ძირითადად სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, ან კულტურული პოლიტიკების რეფორმირებას ისახავდა მიზნად. ეს პროტესტი პირდაპირ არის მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ. პირველად ამდენი წლის განმავლობაში, მომიტინგეები არათუ ეფექტურად იცავენ თავს, არამედ რიგ შემთხვევებში შეტევაზეც გადავიდნენ.

ხელისუფლება არ მალავს, რომ ყავს დაღუპულები სამართალ დამცველებში. თუმცა, ადასტურებს დემონსტრანტებში დიდ მსხვერპლს და უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ და უშუალოდ დარბევების ხელმძღვანელმა აჰმად რეზა რადანმა ყველაფერი უცხოეთიდან მართულ ტერორისტებს დააბრალა. იგივე მოსაზრება გაიზიარა პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა და მთლიანად ირანის სახელისუფლებო პროპაგანდა ამ მიმართულებაზე აეწყო, რაც პრინციპში არც ისე ახალია.

ეს აქციები თვისობრივად განსხვავდება წინამორბედებისგან, სადაც ძირითადად სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, ან კულტურული პოლიტიკების რეფორმირებას ისახავდა მიზნად. ეს პროტესტი პირდაპირ არის მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ. პირველად ამდენი წლის განმავლობაში, მომიტინგეები არათუ ეფექტურად იცავენ თავს, არამედ რიგ შემთხვევებში შეტევაზეც გადავიდნენ

ირანში ნებისმიერი სოციალური აფეთქება ყოველთვის გარე ძალებს ბრალდებოდა. როცა მომიტინგეების მომზადებაზე ვსაუბრობთ, უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ისინი წინასწარ იყვნენ აღჭურვილი სტარლინკის მიმღებებით, ვინაიდან ირანის ხელისუფლება კრიტიკულ მომენტში, როდესაც ინტერნეტს რთავს, პროტესტს გარესამყაროსთან კონტაქტი არ დაეკარგა.

სწორედ ამის გამო ვიცით ის რაც ვიცით ირანში მიმდინარე პროტესტზე. თუმცა ისეთი ნადირობაა სტარლინკის მიმღებებზე, რომ ეს ინფორმაციაც საკმაოდ გამოზოგილად გამოდის.

- ეთნიკურად ჭრელ ირანში საპროტესტო აქციებში ჩართულნი არიან როგორც პერსები, ისე ეთნიკური აზერბაიჯანლები, ქურთები, არაბები და მათთან შედარებით ეთნიკურად მცირერიცხოვანი ჯგუფებიც.

დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ის, რაც ახლა ირანში ხდება არის ბრძოლა იმათ შორის ვინც ისლამური მკაცრი წესებით 47 წელია მართავს ქვეყანას და იმათ შორის, ვისთვისაც „სპარსული ნაციონალიზმი“ აქტუალური თემაა.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ 47 წლიანმა ისლამურმა შიიტურმა მმართველობამ პრობლემები შეუქმნა როგორც საკუთრივ პერსულ იდენტობას, ისე სპარსულ სახელმწიფოს. ანუ, აიათოლების მმართველობამ სპარსული სახელმწიფო კრიზისამდე მიიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, შესაძლოა, თავისი ინტერესებიც ჰქონდეთ, მათთვისაც სპარსული ნაციონალიზმი, ანუ იდენტობა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ისინი ათწლეულებია ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრობენ.

როცა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს რომ „ირანი თავის თავისუფლებას ეძებს“. ახლა როცა ხალხი ირანში აითოლების მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, უმნიშვნელოვანესი თემაა, „ირანის თავისუფლებაში“ თავისი ადგილი და როლი ყველა ეთნიკურ ჯგუფს როგორი შეიძლება ჰქონდეს.

თქვენ ირანში გიმუშავიათ და იქაურ ამბებში გარკვეული ხართ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეთნიკურად ჭრელმა ირანმა ერთად იბრძოლოს „ირანის თავისუფლებისთვის“ და აიათოლებისაგან თავისუფალი ირანში „სპარსული იდენტობის“ ირანული სახელმწიფო შენარჩუნდეს?

მოვლენათა რევოლუციურად განვითარების შემთხვევაში რამდენად დიდია ირანის დაშლის ალბათობა?

- ირანი, როგორც ასეთი არასდროს ყოფილა ცალკე აღებული ფარსების, ან რომელიმე ერთი ერთნიკური ჯგუფის ქვეყანა. იმპერიისთვის მონოეთნიკურობა ნაკლებადაა დამახასიათებელი.

ირანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, რომელთა რაოდენობა ზოგერ რამდენიმე მილიონიც კია. ამ ხალხებს საუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ და ეს არასდროს უშლიდა ხელს მათ ერთად ებრძოლათ ირანისთვის.

ირან-ერაყის ომი (1980-88) ამის ყველაზე ახლო და ნათელი მაგალითია, სადაც მილიონმა ირანელმა, განურჩევლად წარმომავლობისა საკუთარი სიცოცხლე გაიღო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. თუმცა, ყველაფერი მარტივად არ არის და ბოლო პერიოდში დიდ უმცირესობებს თვითგამორკვევის სურვილი გაუღვივდათ, თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე ძალიან მწვავედ არ დგას, თუმცა პოლიტიკაში არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით კი საზღვრები.

ყველაფერი მარტივად არ არის და ბოლო პერიოდში დიდ უმცირესობებს თვითგამორკვევის სურვილი გაუღვივდათ, თუმცა ეს საკითხი ამ ეტაპზე ძალიან მწვავედ არ დგას, თუმცა პოლიტიკაში არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით კი საზღვრები

- ემიგრაციაში მყოფი შახის მემკვიდრე რიზა ფეხლევი აქტიურადაა ამ პროცესებში ჩართული. ახლა იგი აიათოლების მმართველობას იმავე მეთოდებით ებრძვის, რა მეთოდებსაც თავის დროზე იმხანად ემიგრაციაში მცხოვრები აიათოლა ხომეინი იყენებდა.

რიზა ფეხლევის განცხადებები საკმაოდ მოზომილი და გაწონასწორებულია. იგი ამბობს, რომ მას არ აქვს პრეტენზიები ხელისუფლებაზე, მაგრამ ამბობს, რომ გარდამავალ პერიოდში შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხიმგებლობა ირანმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ შეძლოს აიათოლების მმართველობის დასრულება და სეკულარული ირანული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება.

რა შანსები აქვს რიზა ფეხლევის გახდეს ირანელი ხალხის ლიდერი, რომელიც შეძლებს ქვეყნის აიათოლების მმართველობისგან განთავისუფლებას?

- ირანის ორ ასწლეულზე ხანგრძლივი მონარქიის ისტორია აქვს და იშვიათ და ძალიან ხანმოკლე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ირანს ყოველთვის მართავდნენ შაჰები. ამიტომ შაჰის ინსტიტუტი ეს არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემა, არამედ ირანული კულტურის და ტრადიციის ნაწილია. შესაბამისად, ისლამური რესპუბლიკის მთავარ და უკვე შეიძლება ერთადერთი ალტერნატივა მონარქიის აღდგენაა.

ირანის ორ ასწლეულზე ხანგრძლივი მონარქიის ისტორია აქვს და იშვიათ და ძალიან ხანმოკლე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ირანს ყოველთვის მართავდნენ შაჰები. ამიტომ შაჰის ინსტიტუტი ეს არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემა, არამედ ირანული კულტურის და ტრადიციის ნაწილია. შესაბამისად, ისლამური რესპუბლიკის მთავარ და უკვე შეიძლება ერთადერთი ალტერნატივა მონარქიის აღდგენაა. თუმცა, ირანში წყდება - ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი

ამას ემატება საგარეო მხარდაჭერა, რაც რეზა ფეჰლევის აქვს. დასავლური მედია და გავლენის ჯგუფები აშკარად მას მხარს უჭერენ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პოლიტიკური მიღწევები არ აქვს, ზემოთ ხსენებული ეს ორი ფაქტორი აშკარად მის სასარგებლოდ მუშაობს და მის შანსებს ზრდის.

თუმცა ჯერ მაინც მთავარი საკითხი ირანში წყდება - ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი.

- აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს - „ირანთან დაკავშირებით ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ“.

სენატორ გრემის თქმით, „იმისათვის რომ როგორც ტრამპმა თქვა, ირანი რომ კვლავ დიდებული გახდეს, მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ“.

ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან მიღებული ცნობებით თეთს სახლში ახლა იმაზე მსჯელობენ, ირანის მოვლენებში აშშ-ს რა ტიპოს ჩარევა იქნება უფრო ეფექტური.

ირანის ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ, თეირანის მუქარების ბევრს არც სჯერა, რადგან ისრაელთან ბოლო დაპირისპირებამ ანახა რომ ირანის სამხედრო და ტექნიკური შესაძლებლობები მწირია.

ამ ფონზე ასევე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ რომ არაა გამორიცხული ტრამპი შეეცადოს თეირანის ხელისუფლებასთან დიპლომატიური მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევას. თავად ტრამპმაც განაცხადა რომ - „ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ“. როგორც მან თქვა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაურეკავთ ვაშინგტონში.

ამგვარი განცხადებების შემდეგ არ გამოვა, რომ აშშ და პირადად ტრამპი ირანის საქმეებში არ ჩაერიოს. ამის კარგი მაგალითია ის, თუ როგორ ჩაერია აშშ ვენესუელის ამბებში და გაკვირვებული დატოვა როგორც ვენესუელელები, ისე დანარჩენი მსოფლიო.

თქვენი მოლოდინი როგორია იმაზე როგორ შეიძლება ჩაერიოს აშშ ირანში მიმდინარე პროცესში?

- ირანის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება სამ ძირითად საკითხზე იყო აწყობილი, ატომური პოტენციალი, არარეგულარული ჯგუფები მთელს რეგიონში და ბალისტიკური პოტენციალი.

2025 წელს ისრაელმა და აშშ-მა პირველი ორი საყრდენი გაუნადგურა ირანს და შესაბამისად რთულია იმის წარმოდგენა, თუ რაზე შეიძლება ევაჭროს ისლამური რესპუბლიკა ამერიკელ დიპლომატებს.

12 დღიანმა ომმა აჩვენა, რომ ირანზე თავდასხვა, განსაკუთრებით კი საჰაერო გზით არც ისე რთული უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის

რაც შეეხება ამერიკის ჩარევის ვარიანტებს, როგორც ტრამპი ამბობდა ჩარევის სამი ვარიანტი განიხილებოდა. თუ ტრამპის ბოლო დროინდელ ნაბიჯებს გადავხედავთ, ალბათ რთულია გამოიცნო რა შეიძლება იყოს მისი მომდევნო ნაბიჯი.

ერთი კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, 12 დღიანმა ომმა აჩვენა, რომ ირანზე თავდასხვა, განსაკუთრებით კი საჰაერო გზით არც ისე რთული უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის.

- ირანში განვითარებულ პროცესებზე განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მასში ნათქვამია - „ჩინეთი უმოქმედოდ არ დარჩება, სანამ დიდი ირანელი ხალხის სუვერენიტეტს არღვევენ გარედან მხარდაჭერილი ყაჩაღები და კრიმინალები. რაც არ უნდა დასჭირდეს ირანის ხელისუფლებას ფინანსური, ტექნიკური, სადაზვერვო თუ სამხედრო თვალსაზრისით, ჩინეთის მზად არის უზრუნველყოს ის.

ირანის მეორე მოკავშირე ქვეყანას - რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ასევე იმის გამო თუ რა ნაბიჯები გადადგა აშშ-მ ველესუელაში ირანისთვის არ სცალია.

თუ აშშ ირანის ამბებში მართლაც ისე ჩაერია, როგორც ტრამპი აცხადებს, ვაშინგტონის ამ ნაბიჯებზე როგორი შეიძლება იყოს ჩინეთის საპასუხო ნაბიჯები?

- ისევ 12 დღიანი ომის ანალიზი იქნება ყველაზე სწორი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ჩინეთმაც და რუსეთმაც ფაქტობრივად არაფერი ქმედითი არ გააკეთეს ირანის დასახმარებლად.

ამის გამო თეირანში ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან პასიურობაზე და პარლამენტის ტრიბუნიდანაც კი გააკრიტიკეს რუსეთი. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის საგარე დოქტრინა არ მოიცავს ფართო მაშტაბიან ომებში მონაწილეობას და ამ შემთხვევაშიც ნაკლებ სავარაუდოა რაიმე შეიცვალოს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ