Reuters - დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდებიან

დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ოთხშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის ცნობით, გრენლანდიელ კოლეგასთან ვივიან მოცფელდთან ერთად ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს 14 იანვარს, თეთრ სახლში შეხვდება.

„შეხვედრაში მონაწილეობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც სურდა და შეხვედრას, რომელიც შესაბამისად, თეთრ სახლში გაიმართება, ის უმასპინძლებს“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, დანიამ და გრენლანდიამ შეხვედრა ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებების განსახილველად მოითხოვეს.

„შეხვედრა მოვითხოვეთ, რათა დისკუსია შეხვედრების ოთახში გადაგვეტანა, სადაც შევძლებთ, რომ ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და ამ საკითხებზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო