თაზო დათუნაშვილი ღარიბაშვილის დაკავებაზე - ჩემთვის ეს არის „კრონოსის პარადიგმა“, შვილების ჭამის ამბავი - ეს არის დემონსტრირება, რომ ივანიშვილი მზად არის, საკუთარ შვილობილსაც თავი მოაჭამოს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს

ჩემთვის ეს არის „კრონოსის პარადიგმა“ - საკუთარი შვილების ჭამის ამბავი. ეს არის ერთგვარი მსხვერპლშეწირვა ძალაუფლებისადმი, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ის (ბიძინა ივანიშვილი) ყველაფრისთვის მზად არის, მათ შორის, საკუთარ შვილობილსაც თავი მოაჭამოს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დათუნაშვილის აზრით, ის ბრალი, რასაც ღარიბაშვილს ედავებიან, არაფერ შუაში არ არის მის პატიმრობასთან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდით, თავიდან ივანიშვილის უჩუმრად არაფერი ხდებოდა, თუმცა, როდესაც „მადა გაეზარდათ”, ღარიბაშვილსა და მის გარემოცვას ჰქონდა ისეთი შემოსავლები, რაზეც ივანიშვილმა არაფერი იცოდა.

„ერთი მხრივ, ეს მისგან არის პიროვნული პოლიტიკური საკითხი და მეორე მხრივ, ეს არის კატასტროფული, აპოკალიფსური აღიარება - როდესაც საპროცესო გარიგებას დებ, ესე იგი თანხმდები იმაზე, რომ დამნაშავე იყავი იმ ყველაფერში, რასაც გაბრალებენ. ერთი მხრივ, დამნაშავე ფულის ლეგალიზებასა და ფულის ქეისებში, მეორე მხრივ, მთელი სინდიკატის მფარველობაში, სადაც ერთი უშიშროების ხელმძღვანელია, რომელიც ბავშვებს ჰპარავდა ფულს, მისი მინისტრი, რომელიც თან მისი ძმაკაცია, ჯარისკაცებს ჰპარავდა ფულს და ეს ჯოჯოხეთი თურმე ნორმალურია და ამას რომ აღმოაჩენს ცამეტი წლის თავზე ის „კეთილი კაცი”, ასეთი ამბები არ ილექება საზოგადოებაში მარტივად.

ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ერთი კონკრეტული ეპიზოდი არაფერ შუაში არ არის ღარიბაშვილების საგიდან, ტარიელის სახელზე გაფორმებული რაღაც ქონება. არ არის ეს ის, რის გამოც ციხეშია. საქართველოში ხომ სამართლებრივი პროცესი არ არსებობს.

ეს ყველაფერი ივანიშვილის უჩუმრად ხდებოდა, მაგრამ ამ ხალხის მადა გაიზარდა ამ პერიოდში და იყო რაღაც შემოსავლები, რასაც ივანიშვილს უმალავდნენ, რომლიდანაც ივანიშვილს წილს არ აძლევდნენ.

ამის პარალელურად, ათი წლის განმავლობაში ენდემური კორუფციის გამო, უპასუხისმგებლო და უგუნური პოლიტიკის გამო, ამ აღვირახსნილი ფულის ხაპვის გამო, იმ მადის გამო, რომელიც ივანიშვილსა და მის დამქაშებს აქვთ, საქართველოს მოქალაქეებს გაუორმაგდათ პურის საფასური, გაუსამმაგდათ ხორცის საფასური, გაუორმაგდათ საფასური პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რითაც სულდგმულობს ადამიანი. უკვე გაუსაძლისია, ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და კატასტროფულ ნიშნულზე 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებელი პროდუქტების ფასებზე”, - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ