დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში შესაძლო ვიზიტისა და მათი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ არაფერი იცის.

ცნობისთვის, გუშინ გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უახლოეს მომავალში მოსკოვში გამგზავრებას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ