დონალდ ტრამპი - დანიას არაფრის გაკეთება შეუძლია, თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის ოკუპაციას მოისურვებენ, მაგრამ ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და ეს გასულ კვირას ვენესუელაშიც ნახეთ

დანიას არაფრის გაკეთება შეუძლია, თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის ოკუპაციას მოისურვებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„პრობლემა ის არის, რომ დანიას არაფრის გაკეთება შეუძლია, თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის ოკუპაციას მოისურვებენ, მაგრამ ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს თქვენ გასულ კვირას ვენესუელაშიც ნახეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდნენ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება