ვიკა ფილფანი - გახარიაზე თავდასხმიდან 1 წელი გავიდა - ის „ოცნებიდან“ ერთადერთია, ვინც ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა და არ ჩაბარდა

დღეს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გიორგი გახარიაზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ბათუმის „შერატონში“. ცხადია, რომ ამაზე პასუხს არავინ აგებდა - უფრო მეტიც, ჩვენდა სამწუხაროდ სამართალდამცავი უწყებები თავად იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე მალავენ „შერატონ ბათუმის“ კამერების ვიდეოჩანაწერებსაც.

„ასევე გაგახსენებთ, რომ ამ თავდასხმიდან 1 თვეში გიორგი გახარიას მეორედ დაესხნენ თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

და საბოლოოდ ივანიშვილის საჯარო დაკვეთას მოჰყვა 2 აბსურდული სისხლის სამართლის საქმე გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

როგორც თავად ივანიშვილი საჯაროდ აღიარებს, გახარია მისი „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც პირადად და საჯაროდ დასჯით დაემუქრა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, გახარია ერთადერთია, ვინც ივანიშვილს არ ჩაბარდა და „ოცნებიდან“ ერთადაერთი პოლიტიკოსია, ვინც ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.

ივანიშვილმა და ნებისმიერმა სხვამ უნდა იცოდეს, რომ ის ვერ დაემალება პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ვიკა ფილფანი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ