შალვა პაპუაშვილი - მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის, გარედან მხარდაჭერილი დამხობის სცენარი ჩავარდა, ერთმანეთს ასწრებენ თქვან, რომ არაფერ შუაში არიან - ასეთ სამარცხვინო ხალხს ეყრდნობიან გარე ძალები

მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის, გარედან მხარდაჭერილი, ხელისუფლების დამხობის სცენარი ჩავარდა, ვნახეთ, ერთმანეთს ასწრებენ თქვან, რომ არაფერ შუაში არიან - ასეთი სამარცხვინო თანამოქალაქეები რომ არიან ჩვენ ქვეყანაში, ეს ერთია, მაგრამ ასეთ სამარცხვინო ხალხს ეყრდნობიან გარე ძალები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის საკითხზე.

პაპუაშვილის შეფასებით, გარე ძალები სამარცხვინო ხალხს იყენებენ იმისთვის, რომ დააზიანონ ქვეყანა.

„4 ოქტომბრის გადატრიალება და ხელისუფლების დამხობის მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს, ისინი თავს გმირებად წარმოაჩენდნენ და ხანგრძლივ ინტერვიუებში, ალბათ, ისაუბრებდნენ, როგორ დაგეგმეს, როგორ ჭკვიანურად გათვალეს, როგორ მოატყუეს სამართალდამცავი ორგანოები, თუ ა.შ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩავარდა 4 ოქტომბრის, გარედან მხარდაჭერილი, ხელისუფლების დამხობის სცენარი, ვნახეთ, ერთმანეთს ასწრებენ, რომ თქვან, არაფერ შუაში არიან, საერთოდ, რა შეკრება იყო ისიც ვეღარ წარმოუდგენიათ, ეზოში იყვნენ, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე გადავიდნენ სამედიცინო დახმარება, თუ რაღაც საექიმო ვალდებულებები შეესრულებინათ - აბსოლუტური აბსურდია, რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სამარცხვინო. ასეთი სამარცხვინო თანამოქალაქეები რომ არიან ჩვენ ქვეყანაში, ეს ერთია, მაგრამ ასეთ სამარცხვინო ხალხს ეყრდნობიან გარე ძალები, აი, ასეთ სამარცხვინო ხალხს იყენებენ ისინი იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს აჩვენებს იმ სახეს იმ ძალებისა, რომლებმაც 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს და დღემდე არ გაუკეთებიათ განმარტება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „სამარცხვინო ფანტაზიორობაა, რასაც ჩვენ გარედან მხარდაჭერილი, მართული ადამიანები გვიყვებიან“. მისი თქმით, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა რომ წარმატებული ყოფილიყო, რა მოხდებოდა და როგორ აირეოდა ქვეყანა, ეს არაერთხელ გვაქვს ნანახი.

„ეს ხალხი წავიდა არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დამხობაზე, იმ სცენარების განვითარებაზე, რასაც სხვა ქვეყნებში ვუყურებთ. გახსოვთ თქვენ, რას გეგმავდნენ წინა დღეებში, როდესაც საუბრობდნენ ნეპალზე და ნეპალის სცენარს დაუჭირა მხარი ევროკომისიამ“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „დღემდე არ გვაკადრა ერთი განმარტება ევროკავშირის ელჩმა, ერთი ბოდიში არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა იმისთვის, რომ ასეთი მხარდაჭერა გაჟღერდა ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე გაკეთებული განცხადების დროს როცა თქვა, რომ „მათ სიურპრიზს ვუმზადებდით“, პაპუაშვილმა ასე უპასუხა: „სიურპრიზი სწორედ ის არის, რომ მათ ჰგონიათ, საქართველოს სახელმწიფო არის სუსტი და მათი შეძახილებით მოხდება ხელისუფლების დამხობა, ეს, ასე არ არის და როგორც ჩანს, ზუსტად ეს აღმოჩნდა მათთვის სიურპრიზი“.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე