თაზო დათუნაშვილი - დავოსის ეკონომიკური ფორუმი რესპექტაბელური ადამიანების შეკრებაა - იქ კობახიძეს არავინ დაუჯერებს, რომ არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა აქვს, რომ თვითონ და ივანიშვილი მსოფლიო ვაჭრობის ჯადოქრები არიან

დავოსის ეკონომიკური ფორუმი რესპექტაბელური ადამიანების შეკრებაა - დავოსში კობახიძეს არავინ დაუჯერებს, რომ არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა აქვს, რომ თვითონ და ივანიშვილი მსოფლიო ვაჭრობის ჯადოქრები არიან, - ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი თაზო დათუნაშვილი დავოსის ფორუმზე პრემიერ ირაკლი კობახიძის არმიწვევას.

დათუნაშვილის თქმით, „კობახიძემ აბუ-დაბიში შეიძლება ვინმე „დააბოლოს“ და ტყუილები ილაპარაკოს, მაგრამ დავოსში მას არავინ დაუჯერებს, რომ არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა აქვს“.

„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოველწლიურად ის ადამიანები იკრიბებიან, ვისაც მსოფლიოს სავაჭრო ჯაჭვზე და ეკონომიკურ პროცესზე რაღაც გავლენა აქვს, ჰქონდა ან აქვს პოტენციალი, რომ მომავალში ექნება. ისეთ ადამიანებს, გამრავლების ტაბულას ბოლომდე რომ ვერ ცნობენ, იქ არაფერი ესაქმებათ. კობახიძისნაირ კომპულსიურ აფერისტებს, რომელიც სადაც არის იქაური კონიუნქტურის შესაბამისად იტყუება, დავოსისნაირ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე არ იწვევენ. შეიძლება აბუ-დაბიში ვინმე „დააბოლოს“, ტყუილები ილაპარაკოს და რასაც აქ პროპაგანდით იძახის, იქ საპირისპირო უტიფრად ამტკიცოს, მაგრამ დავოსისნაირი რესპექტაბელური შეკრებები ისეთ დილეტანტ, უპასუხისმგებლო და აფერისტ ხალხს, როგორიც ირაკლი კობახიძეა, ვერ იტანს.

დავოსში კობახიძეს არავინ დაუჯერებს, რომ არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა აქვს, თვითონ და ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო ვაჭრობის ჯადოქრები არიან და საქართველო ახალ ნიშნულზე გაიყვანეს.

დღეს საქართველო მსოფლიო ეკონომიკისთვის წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც მსოფლიო წესრიგის მტერს რუსეთს ეხმარება, რომ სანქციებს თავი აარიდოს, ვაჭრობს ირანთან და სატირალში ირანში ტერორისტებთან და მამაძაღლებთან ერთად დადის. ეს არის ხელისუფლება, რომლის მთავარი ეკონომიკური მიღწევა საქართველოს ტერიტორიაზე თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ აყვავებაა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში პენსიონერებს ყვლეფს. ქვეყანა, რომლის მთავარი ეკონომიკური მონაპოვარი ეს არის, დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე არაფერი ესაქმება. შესაბამისად, კანონზომიერება „დაჯდა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

დავოსის 2026 წლის ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფორუმს არ დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კობახიძეს შესაბამისი მიწვევა არ მიუღია.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია დავოსის ეკონომიკურ ფორუმში არც შარშან მონაწილეობდა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა