თენგო თევზაძე - რვა პარტია ვართ ერთობაში და ვმუშაობთ „თანხმობის დოკუმენტზე“ - გახარიას პარტიას ერთობაში არ განვიხილავ, რაც შეეხება „ლელოს", ვერ შევთანხმდებით, თუ ივანიშვილის წინააღმდეგ სხვა სტრატეგია ექნებათ, ეს 2-3 კვირაში გამოჩნდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სამივე პარტიას კიდევ სხვა ხუთ პარტიასთან გვაქვს მნიშვნელოვანი თანხმობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თენგო თევზაძის თქმით, ერთობაში ჯერჯერობით რვა პარტიაა და მნიშვნელოვანია, რომ დაემატოს სხვა ეროვნული და პროდასავლური პარტიებიც.

„ზურა ჯაფარიძე ყველა პოლიტიკურ აქტორს შეხვდა და მათთან ჰქონდა კომუნიკაცია. ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამივე პარტიას: „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, სხვა ხუთ პარტიასთან ერთად გვაქვს მნიშვნელოვანი თანხმობა და მნიშვნელოვან პირობებს ვათანხმებთ ერთმანეთთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პრინციპებზე, ბრძოლის სტრატეგიაზე [ერთობა]. დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ძალა ამ ქვეყანაში არის ოპოზიცია. ამ ერთობაში ვართ რვა პარტია და მნიშვნელოვანია, რომ დაემატოს სხვა ეროვნული და პროდასავლური პარტიებიც.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შეხვდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს და ლიდერებს, შეხვდა „ფედერალისტების“ წევრებს და ლიდერებს, შეხვდა „ლელოს“ წევრებს და ლიდერებს, შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ლიდერებს, შეხვდა „თავისუფლების მოედნის“ წევრებს და ლიდერებს. ყველას შეხვდა. მნიშვნელოვანია, რომ შედგეს პოლიტიკური პარტიების თანხმობა. განსხვავებები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

თენგო თევზაძის თქმით, გახარიას პარტიას ამ ერთობაში არ განიხილავს, ხოლო „ლელოსთან“ ვერ იქნება თანხმობა „თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში „ლელოს“ სხვა სტრატეგია ექნება“.

„ვერ ვიქნებით თანხმობაში თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში „ლელოს“ აქვს სხვა სტრატეგია და ჩვენ გვაქვს სხვა სტრატეგია. ეს გამოჩნდება, ჩემი აზრით, ეს არის მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავი. 8 პარტია აკეთებს მონახაზს და ექნება უახლოეს მომავალში.

გახარიას პარტიას ამ ერთობაში არ განვიხილავ. ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, პარლამენტში რომ შევიდნენ, გადამწყვეტი არის ის, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მიენიჭებინათ „ქართული ოცნებისთვის“ უბრალოდ ვერ მოახერხეს“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

თენგო თევზაძე მიიჩნევს, რომ პარტიებს შორის ერთობა რომ შედგეს, „უნდა შედგეს თანხმობის დოკუმენტი“.

მისივე თქმით, დოკუმენტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„მუშაობა მიმდინარეობს ჩარჩოზე და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც შედეგამდე მივალთ. ოპტიმისტურად ვუყურებ“, - განაცხადა თევზაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა