Euractiv - რობერტ ფიცო დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება

რობერტ ფიცო დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართება.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფიცო ვაშინგტონში აშშ-ის ენერგეტიკის მდივანს, კრის რაიტს შეხვდება და „სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას გააფორმებს.

შეთანხმება სლოვაკეთში აშშ-სთან ერთად 15 მილიარდი ევროს ღირებულების ბირთვული რეაქტორის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს