ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ს მოვუწოდებთ, გრენლანდიასთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საბაბად ე.წ. ჩინური საფრთხის გამოყენება შეწყვიტოს

ჩინეთმა არაერთხელ გამოხატა პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების საბაბად ე.წ. ჩინური საფრთხის გამოყენება შეწყვიტოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ძიაკუნმა განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და ის დაცული უნდა იყოს.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა. შეგახსენებთ, ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გრენლანდიის საკითხის ირგვლივ უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ „გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება