ირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქაელ X-ში ეხმაურება.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

სარკინიგზო ქსელის ცნობით, ორივე მატარებელში ოთხასი მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება