კირ სტარმერი - მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენება არასწორია - სატარიფო ომი არავის ინტერესებში არ შედის, ჩემი მიზანია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, ტარიფები დაუწესოს გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მის გეგმას გრენლანდიაზე კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით, სრულიად არასწორია.

„დანია გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა, ნატო-ს ამაყი წევრი, რომელიც ჩვენს გვერდით დგას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალიანსები მტკიცეა, რადგან ისინი პატივისცემასა და პარტნიორობაზეა აგებული და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების გამოყენება სრულიად არასწორია. ეს არ არის ალიანსში არსებული უთანხმოებების მოგვარების სწორი გზა“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

ამასთან, კითხვაზე, განიხილავენ თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ტარიფებით უპასუხონ, სტარმერმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ომი არავის ინტერესებში არ შედის.

„სატარიფო ომი არავის ინტერესებში არ შედის. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ, ჩემი მიზანია, რომ ამ ეტაპამდე არ მივიდეთ. უნდა ვიპოვოთ პრაგმატული, გონივრული და მდგრადი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად, რაც თავიდან აგვაცილებს ისეთ შედეგებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული იქნება“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ გრენლანდიის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ გრენლანდიელმა ხალხმა და დანიის სამეფომ უნდა მიიღონ.

“გრენლანდიის მომავალი სტატუსის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ გრენლანდიელმა ხალხმა და დანიის სამეფომ უნდა მიიღონ. ეს უფლება ფუნდამენტურია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას“, - აღნიშნა სტარმერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება