ტატო ქელბაქიანი - „ქართული ოცნების“ მხრიდან კომპრომისზე წასვლა მათთვისაც ერთგვარი შვება იქნება, მაგრამ ეს რეჟიმი არის ვერაგი, სახე დაკარგული აქვს და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა - ადამიანები დილიდან ციხესთან არიან

ეს რეჟიმი არის ვერაგი, მას ადამიანური სახე დიდი ხანია დაკარგული აქვს და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მოლოდინი არ შეექმნათ. ოჯახებს მოლოდინი აქვთ და დღეს დილიდან საღამომდე ადამიანები ციხესთან არიან, - ამის შესახებ ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის“ ხელმძღვანელმა, ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა.

ქელბაქიანის თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობდა, აქციების ფარგლებში დაკავებული პირებისგან შეწყალების თხოვნა მიეღო, რადგან ამით აქტივისტების უკანონო პატიმრობის ნაწილში თავს გაიმართლებდა.

„ყაველაშვილი აქ არაფერს არ წყვეტს, ეს ადამიანი არ წარმოადგენს არაფერს. გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და როგორც ამ ადამიანის მიერ იყო მიღებული ამ ხალხის უკანონო დაკავების გადაწყვეტილება, ასევე შეეძლო, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიეღო შეწყალებასთან დაკავშირებით.

ჩვენ კარგად ვხედავდით, რომ ეს რეჟიმი მუდმივად ცდილობს, ამ ადამიანებისგან, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ არიან ციხეში, მონანიება და აღიარება მოიპოვოს, რომ მერე თვითონაც გამოიძვრინოს თავი იმ დანაშაულისგან, რაშიც თავად არის გახვეული.

ესენი („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები) თვითონაც ხვდებიან, ამდენი უკანონო პატიმარი რომ ჰყავთ ამდენი ხანი ციხეში, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი შემოუბრუნდებათ. ყველას შემოუბრუნდება - მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ვინც გააკეთა, განაჩენი ვინც გამოიტანა, პოლიტიკურ განცხადებებს ვინც აკეთებს და ა.შ. ამიტომ, მათი მხრიდან ამ კომპრომისზე წასვლა მათთვისაც ერთგვარი შვება იქნება.

ეს რეჟიმი არის ვერაგი, ადამიანური სახე მას დიდი ხანია, დაკარგული აქვს და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მოლოდინი არ შეექმნათ. ოჯახებს მოლოდინი აქვთ და დღეს დილიდან საღამომდე ეს ადამიანები ციხესთან არიან. ეს არაადამიანური, სადისტური გამოხატულებაა“, - განაცხადა ქელბაქიანმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება