სკოტ ბესენტი - ტრამპის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, საპასუხო ნაბიჯები არაგონივრული იქნება - პრეზიდენტი გრენლანდიას აშშ-სთვის სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნევს, არ ვაპირებთ ჩვენი ნახევარსფეროს უსაფრთხოება სხვას გადავაბაროთ

გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, ხოლო საპასუხო ნაბიჯები არაგონივრული იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს ამერიკას ეულად. პრეზიდენტი ტრამპი ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორია ამერიკული ლიდერობა მსოფლიოში. პრეზიდენტი ზრდასა და დერეგულაციაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ არაფერი იცის, თუმცა „აბსოლუტური სიცრუეა იმის თქმა, რომ პრეზიდენტი გრენლანდიის მომავალზე გადაწყვეტილებას ნობელის პრემიის გამო იღებს“.

„პრეზიდენტი გრენლანდიას აშშ-სთვის სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნევს. არ ვაპირებთ ჩვენი ნახევარსფეროს უსაფრთხოება სხვას გადავაბაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გამოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება