დონალდ ტრამპი - ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთისა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე - ნობელის პრემია საერთოდ არ მადარდებს

ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს „100%-ით“ დაუწესებს.

„ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთსა და უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ ხედავთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ამას მათთვის. ევროპამ ყურადღება ამას უნდა მიაპყროს და არა გრენლანდიას“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალას გამოიყენებს, თუ არა, ტრამპმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე“.

მისი თქმით, „ნობელის პრემია საერთოდ არ ადარდებს“, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს ნორვეგია იღებს.

„მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ისინი, ნორვეგია ამას სრულად აკონტროლებს. ამბობენ, რომ ამასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა სინამდვილეში ამასთან საერთო ყველაფერი აქვთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება