კაია კალასი - დანია და გრენლანდია მარტო არ არიან, არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს - ჩვენ დაპირისპირებას არ ვეძებთ, მაგრამ საკუთარ პოზიციას დავიცავთ

არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კაია კალასი დანიის თავდაცვის მინისტრს, ტროელს ლუნდ პოულსენს და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვივიან მოცფელდს შეხვდა.

„დანია და გრენლანდია მარტო არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს, რომლის განხილვაც ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან შეგვიძლია. თუმცა, ტარიფებით მუქარა ამის მოგვარების გზა არ არის“, - წერს კალასი.

მისი თქმით, „სუვერენიტეტი ვაჭრობის საკითხი არ არის“.

„ჩვენ დაპირისპირებას არ ვეძებთ, მაგრამ საკუთარ პოზიციას დავიცავთ. ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად ბევრი ინსტრუმენტი აქვს“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება