რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ, ტროტუარზე არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.