ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ტელევიზიით ერს მიმართა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

„ხვალ, 20 იანვარს დილით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ღირსეული შემცვლელი იქნება“, - განაცხადა რადევმა.

მედიის ცნობით, სატელევიზიო გამოსვლაში რადევმა „ოლიგარქია“ გააკრიტიკა და პოლიტიკური პარტიები ბულგარეთის „ღალატში“ დაადანაშაულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რადევი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, დეკემბერში ბიუჯეტისა და კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის კოალიციური მთავრობა გადადგა, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს, რის გამოც მომდევნო რამდენიმე თვეში ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება