მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.

„მოლდოვის რესპუბლიკა დსთ-ს წევრი აღარ იქნება. ჩვენი ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანების საფუძვლად არსებული შეთანხმებების დენონსაცია დამტკიცების პროცესშია და დოკუმენტები მალე პარლამენტს გადაეცემა“, - განაცხადა პოპშოიმ.

მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, საუბარია დსთ-ს წესდების, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების დანართის შესახებ.

„ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით მოლდოვა დსთ-ს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე-ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ. დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, - აღნიშნა პოპშოიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება