სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აჰმედ ალ-შარაა დონალდ ტრამპს ესაუბრა

სირიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აჰმედ ალ-შარაამ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვეს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე, სტაბილურობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას.

„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სირიის სახელმწიფოს ფარგლებში ქურთი ხალხის უფლებებისა და მათი დაცვის აუცილებლობას“, - ნათქვამია სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისა და მისგან წამოსული საფრთხეების დასრულების მიზნით“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება