სირია აცხადებს, რომ ციხიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 120 წევრი გაიქცა - ქურთული ვებსაიტის ცნობით, გაქცეულია 1 500 პატიმარი

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შადადის ციხიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პატიმრობაში მყოფი 120 წევრი გაიქცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გაქცევის შემდეგ შადადიში სირიის არმიის ქვედანაყოფები და სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმები შევიდნენ. ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა 81 გაქცეული დააბრუნეს და დარჩენილების დაკავების პროცესი გრძელდება.

მანამდე, ქურთულმა ვებსაიტმა Rudaw-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელის ფარჰად შამის განცხადებით, ციხიდან „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 1 500 წევრი გაიქცა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სირიის მთავრობამ და ქურთების მეთაურობით მოქმედმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ (SDF) ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ შეთანხმება სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს, აღადგინონ კონტროლი აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სამ პროვინციაზე - ელ-ჰასაქაზე, დაირ-ელ-ზავრსა და რაკაზე.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება