კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - საქართველოში 2025 წლის მეოთხე კვარტალში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, GCCA-მა 2025 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებულ 3 კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 4887 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. 4873 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 14 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი წლიური შემოსავლის ნაწილშიც.

„აღნიშნული 14 შემთხვევიდან 11 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ სამ კონცენტრაციაზე საქმის წარმოება დაიწყო.

2025 წელს საქართველოში 23768 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, საიდანაც GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა და შესაბამისად, თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება