გიორგი ტერიშვილის დედა შეწყალებაზე - აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს, წავალთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან

აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს, წავალთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან,- ამის შესახებ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედამ მარინა ტერიშვილმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის შესაძლოა, სასამართლო სხდომას დაესწროს.

„აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს, წავალთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან. სასამართლოა, ალბათ, იქ წავალ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს?! რა დრომდე ვიყავით წუხელ აქ?! 4 საათი ხდებოდა, რომ წავედით“, - ააღნიშნავს მარინა ტერიშვილი.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება