2025 წელს საქართველოდან ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და 7 291.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11.2 პროცენტით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაიზარდა და 3 367.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (700.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (301.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (298.8 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 378.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 266.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 236.8 მლნ. აშშ

დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება