ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან. BTU-მ სამაგისტრო საფეხურზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ინტელექტის (SI) პლატფორმის, მათ შორის, „ტრანსფორმაციის რუკების“ (Transformation Maps) ხელსაწყო დააინტეგრირა. ეს ინიციატივა საქართველოში საუნივერსიტეტო დონეზე WEF-ის ტრანსფორმაციის რუკების გამოყენების პირველი პრეცედენტია, რაც BTU-ს ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული განათლების ლიდერად აპოზიციონირებს. აღნიშნულის შესახებ გასული წლის დეკემბერში მომზადდა სპეციალური ანგარიშიც, რომელშიც აღნიშნულია რომ WEF-ის ექსპერტებთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავებული ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს BTU-ს მისწრაფებას, ბიზნესის სამაგისტრო განათლებაში დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და სისტემური აზროვნება.
რომ ემატება საგნები და საბაკალავრო საფეხურიც სადაც რუკები დაინერგება უკვე გაზაფხულიდან 2024 წლიდან BTU-მ „ტრანსფორმაციის რუკები“ ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამების რამდენიმე კურსში დანერგა. SI პლატფორმის გამოყენება სრულად შეესაბამება WEF-ის პედაგოგიურ მიდგომას და ხელს უწყობს იმ კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში საქმიანობისთვის. SI პლატფორმის საშუალებით სტუდენტები ეცნობიან 250-ზე მეტ ურთიერთდაკავშირებულ თემას და იღებენ ჰოლისტურ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ ცვლიან მაკრო ძალები ინდუსტრიებს, საზოგადოებასა და ინოვაციურ ეკოსისტემებს. ასევე, 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტრატეგიული ინტელექტის პლატფორმისა და „ტრანსფორმაციის რუკების“ გამოყენება აქტიურად დაინერგება საბაკალავრო საფეხურზეც.
აღნიშნული გამოცდილების შესახებ საუბარია მსოფლიო ეკომიკური ფორუმის მიერ მომზადებულ ანგარიშშიც, რომელიც ღონისძიების ყველა მონაწილეს გაეგზავნა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლებაში სტრატეგიული ინტელექტის ინტეგრაციის მიმართულებით.
„ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ დასახელებულმა ახალგაზრდა გლობალურმა ლიდერმა, სტრატეგიული ინტელექტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელა „ტრანსფორმაციის რუკების“ (Transformation Maps) ინტეგრირება სამაგისტრო პროგრამებში. BTU გეგმავს ამ ინსტრუმენტის გამოყენების მასშტაბის ზრდას სხვადასხვა სასწავლო კურსში, აკადემიური პერსონალისთვის სტრატეგიული ინტელექტის (SI) აკადემიის ტრენინგების ჩატარებას და ფორუმთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ძიებას. აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განავითარონ სისტემური აზროვნება და ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ინტელექტსა და სტრატეგიულ პროგნოზებზე, რაც სხვაგვარად მათთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა,“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი 1971 წლიდან იმართება და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამიტად მიიჩნევა. ფორუმის მიზანი დამსწრე საზოგადოებას შორის სხვადასხვა კომპლექსურ საკითხზე დისკუსიის გამართვაა. ამჯერად პროგრამა აგებული იქნება 5 ძირითადი გლობალური გამოწვევის გარშემო, რომელთა გადასაჭრელად აუცილებელია დიალოგი და თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ გამოწვევებთან გამკლავებისას მდგრადობა და ინოვაცია იქნება ის გადამწყვეტი პრინციპები, რომლებიც ლიდერებს თანამედროვე სირთულეების მართვასა და სამომავლო შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება. ფორუმში მონაწილეობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე იღებს. ის ფორუმში AI და ქალთა ჯანმრთელობის სესიაზე პანელისტად არის მიწვეული.
(R)