ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას "ფეისბუქ" გვერდი „მაღაროელი“ ავრცელებს.

კერძოდ, მოსამართლემ დაკავებულ მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლისა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თენგო გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლითა და 3 თვით.

ცნობისთვის, შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება