სკოტ ბესენტი - ევროპის ქვეყნებს მოვუწოდებ, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებს ნუ მიიღებთ - დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოვლენებს განვითარების საშუალება მიეცით

ევროპის ქვეყნებს მოვუწოდებ, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომებს ნუ მიიღებთ, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დავოსში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რასაც აქ ყველას მოვუწოდებ არის ის, რომ დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოვლენებს განვითარების საშუალება მიეცით. ის, რითიც პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის შესახებ იმუქრება, ძალიან განსხვავდება სხვა სავაჭრო შეთანხმებებისგან. ამიტომ, ქვეყნებს მოვუწოდებ, რომ თავიანთ სავაჭრო შეთანხმებებს მიჰყვნენ“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.

მისი თქმით, „ცრუ ნარატივია“, რომ თითქოს, ევროპა საპასუხო ზომის თვალსაზრისით აშშ-ის ხაზინის აქტივების გაყიდვას გეგმავს.

„ამის შესახებ ევროპული მთავრობები არ საუბრობენ. მედია ისტერიულად მოქმედებს“, - აღნიშნა ბესენტმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება