ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ ყაველაშვილს ძალაუფლება აქვს: „ძალა გვაქვს და აი, ამ დღეში ჩაგყრითო“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა დასასრულისკენ, უფრო ცვლილებისკენ მიდის, ტრანსფორმირების ახალ ეტაპზე ვართ

„ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ სამარცხვინო კანდიდატს, რომელიც გამოცხადებული ჰყავთ ე.წ. პრეზიდენტად, ძალაუფლება აქვს - უნდა ეხვეწო, შეწყალებას უნდა დაელოდო... ეს ხალხი ვერ ასხივებს ლეგიტიმაციას, საზოგადოების მხარდაჭერას, მაგრამ ცდილობენ აჩვენონ: „ძალა გვაქვს ხალხო, არ გვაინტერესებს ლეგიტიმურები ვართ თუ არა, აი, ამ დღეში ჩაგყრით!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემულ, პატიმრების შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, არ შეიძლება ერთი დღე ვარაუდობდე, რომ „ივანიშვილი მოწყალებას გაიღებს და გამოუშვებს ხალხს“ და მეორე დღეს საუბრობდე, რომ ის არის პუტინის „უკანასკნელი მოჰიკანი“ კავკასიაში.

“ქართული ოცნება“ უფრო მეტად ცდილობს აჩვენოს, რომ სამარცხვინო კანდიდატს, რომელიც გამოცხადებული ჰყავთ ე.წ. პრეზიდენტად, ძალაუფლება აქვს, უნდა ეხვეწო, შეწყალებას უნდა დაელოდო და ასე შემდეგ. ეს ხალხი ვერ ასხივებს ლეგიტიმაციას, საზოგადოების მხარდაჭერას, მაგრამ ცდილობენ აჩვენონ: „ძალა გვაქვს ხალხო, არ გვაინტერესებს ლეგიტიმურები ვართ თუ არა, აი, ამ დღეში ჩაგყრით!“

ივანიშვილს ადამიანური თვისებები ატროფირებული აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს არის პატიმართა ჯგუფი, რომელთა უმრავლესობასაც მძიმე დღეები გაატარეს. მთელი პროპაგანდა მუშაობდა მათ „გასაშავებლად“.

თუ პრაგმატულ პოლიტიკაზეა საუბარი, ეს ადამიანები არ უნდა დაეჭირათ. „ქართული ოცნება“ ბევრად მარტივად შეძლებდა იმის ჩვენებას, თითქოს, ამ ქვეყანაში ნორმალიზდა ვითარება.

სხვადასხვა ჯგუფებია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდშია დაკავებული პოლიტიკური სარჩულით. სულ რომ რაღაც ჯგუფი გამოუშვას, იმაზე დიდ ჯგუფს ჩაიტოვებს ციხეში. ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, კატასტროფაა. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები მოშლილია, ვსაუბრობთ დე ფაქტო პრეზიდენტზე, პრემიერზე. ეს განაჩენები არარელევანტურია, არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება მარტივად ნორმალიზდეს ვითარება?!

უფრო მეტი ყურადღების გამახვილება მოგვიწევს, განსაკუთრებით ჩემს კოლეგა პოლიტიკურ აქტორებს ეხება: არ შეიძლება ერთი დღე ვარაუდობდე ივანიშვილი მოწყალებას გაიღებს და გამოუშვებს ხალხს, რომელიც უდანაშაულოდ დაიჭირა და მეორე დღეს საუბრობდე, რომ ის არის პუტინის „უკანასკნელი მოჰიკანი“ კავკასიაში და ამავე დროს კაცი, რომელმაც ქიმიური იარაღით დაწამლა მოსახლეობა. თუ ეს კაცი ასეთია, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ასე იქცევა. „ქართული ოცნებისგან“ ზუსტად ამას ველოდი, რომ ასე მოიქცეოდა“, - აღნიშნა სანიკიძემ.

გარდა აღნიშნული თემისა, ლევან სანიკიძემ პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის მიზნით იმ პროცესზეც ისაუბრა, რომელიც ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას შორის მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცვლილების მოტანა, თუმცა არ უნდა გვქონდეს, „ვიზუალური ოპოზიციური ერთიანობა, არ უნდა იყოს ურთიერთთავდასხმა და ერთმანეთის ბოსტანში კენჭების სროლა“.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა აქტორთან კონსულტაციაში. ყველას გვაქვს გააზრებული, რომ ოპოზიციური ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცვლილების მოტანა. ეს გამოწვევაც არის იმ თვალსაზრისით, რომ ერთ პარტიას შეუძლებელია ჰქონდეს ამ დონის მხარდაჭერა, ამავე დროს შესაძლებლობაც არის. საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილი მაინც, რომ შესაძლებელია საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე. საზოგადოების გამოძახილს ვხედავ, ადამიანებს ვესაუბრები რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილზე, ოპოზიციური ამომრჩეველი როდესაც შენთან მოდის, გეუბნება, რატომ ვერ დგებით ერთად. მოწინააღმდეგე ვარ და მიმაჩნია, რომ ამას უფრო სერიოზული მიდგომა სჭირდება, არ არის საჭირო ჯერ მოლოდინების გაღვივება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ვიზუალური ოპოზიციური ერთიანობა. თუ ერთიანები ვართ, მაშინ, ურთიერთთავდასხმა არ უნდა იყოს, ერთმანეთის ბოსტანში კენჭების სროლა არ უნდა იყოს, ერთიან ყულაბაში უნდა ვაგროვებდეთ ივანიშვილის საწინააღმდეგო აქტივებს. თუ 2 საკითხზე შევთანხმდებით და დანარჩენ 100 საკითხზე ოპოზიცია ისევ დაპირისპირებული იქნა, არ იქნება რელევანტური. მაქვს რწმენა, მათ შორის ივანიშვილის ქმედებებიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს, სხვა გზა არ რჩება“,- აღნიშნა სანიკიძემ.

ამასთან, მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, სავარაუდოდ, ლევან სანიკიძე შეცვლის. როგორც სანიკიძე განმარტავს, “ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი როგორც ოპოზიციური პარტია, მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო ცვლილების, ტრანსფორმირებისკენ მიდის.

“ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა მაშინ, როდესაც მათი ყოფილი პარტიის თავმჯდომარე დააკავეს. შეუძლებელია არსებობდეს ასეთი გამოწვევა „ნაციონალურ მოძრაობაში“, განსაკუთრებით იმ მძიმე ვითარებაში, რაც პოლიტიკურ სპექტრს აქვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოტივირებულია, ეფექტურად მუშაობს განსაკუთრებით საგარეო ფრონტზე, მაქსიმუმს აკეთებს, რომ შედგეს ოპოზიციური ერთიანობა. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ის ობიექტური გარემოებები, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. 4 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. კატასტროფაა, როდესაც ლიდერი ციხეშია და ასეთ ვითარებაში გიწევს ოპერირება. ამას დაემატა პოლიტიკური პატიმრების ახალი წყება, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე... ობიექტური მოცემულობებია, პარტიას აღარ ჰყავს საპარლამენტო წარმომადგენლობა, არ აქვს საპარლამენტო დაფინანსება, აღარ ჰყავს საკრებულოში წარმომადგენლები. ვითარება, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორც ოპოზიციური პარტია, მნიშვნელოვნად შეიცვალა. [არა დასასრულისკენ] უფრო ცვლილებისკენ მიდის, ტრანსფორმირება. ის მოდელი, საპარლამენტო ტრიბუნა, საკრებულო, საკრებულოს დაფინანსება ობიექტური გამოწვევაა, რომ პარტიას აღარ აქვს. ტრანსფორმირების ახალ ეტაპზე ვართ. გამოცხადებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაუქმდება, პარტია მუშაობს, როგორ უპასუხოს გამოწვევებს და რა ფორმით“,- აღნიშნა სანიკიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება