სერგეი ლავროვი - თუ წაიკითხავთ ევროპელი ლიდერების: კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის სერიოზულად ემზადებიან

რუსეთი უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის ერთგულია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის გზის გამონახვის ერთგულები ვართ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არასდროს ყოფილა, თუმცა დასავლეთი ყველა შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

„თუ ამ კრიზისის ისტორიას გადავხედავთ, დაწყებული 2014 წლიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის კუთხით რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არ შეინიშნებოდა. თუმცა, ყოველ ჯერზე, ჩვენმა დასავლელმა, პირველ რიგში ევროპელმა, მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამ შეთანხმებების ჩასაშლელად“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს.

„ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ევროპელები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან.

„თუ წაიკითხავთ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. ამას არც მალავენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება