საბა სხვიტარიძე - არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება - როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე

მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს.

საბა სხვიტარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვითარების ნორმალიზება არ სურს.

„ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა — ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა. როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება არ სურს. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და ამ მიამიტობით არ უნდა მივცეთ ქოცებს ჩვენზე მანიპულაციის საშუალება.

ქოცების მიზანია ეს ქვეყანა დატოვონ მეგობრების გარეშე, მარტო, დაუცველი. სურთ, რომ რუსების ხელში ჩაგვაგდონ.

უნდა გვესმოდეს, რომ ქოცების მიზანია ვიყოთ იმ ვითარებაში, რომელ ვითარებაშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა, და ილუზიას ნუ ვიქმნით, თითქოს სიტუაციის ნორმალიზება სურთ“, - წერს საბა სხვიტარიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება