პოლიციამ 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე აგრესიული იყო. შსს-ში აცხადებენ, რომ პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მამაკაცის მიმართ სპეციალურ საშუალებას, ე.წ. სპრეის იყენებს და ისე აკავებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. არსებული ცნობებით, მამაკაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს ეუბნებოდა: „არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავ“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება