პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე გამოხატავენ პროტესტს.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, დღეს არ აქვთ მსვლელობა დაგეგმილი.

ამასთან, პარლამენტთან შეკრებილები არიან ირანის მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს და აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს.

დემონსტრანტებს თან აქვთ ირანისა და საქართველოს დროშები. ასევე, საპროტესტო პლაკატები წარწერით: “თავისუფლება ერებს დიქტატურისგან”; “თავისუფლება მებრძოლ ირანელ ხალხს”.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება