რუსტემ უმეროვი - დავოსში გამართული შეხვედრების მთავარი თემები იყო ეკონომიკური განვითარება, უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების გარანტიები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, დავოსში უკრაინის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის წარმომადგენლებთან, ნორვეგიისა და კატარის პრემიერ-მინისტრებთან და ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან ჩართულ პირებთან.

„დავით არახამიასთან და ალექსანდრე კამიშინთან ერთად, შეხვედრები გავმართეთ კოლეგებთან BlackRock-დან, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინვესტიციო ფირმიდან, რომელიც უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმებშია ჩართული“, - აღნიშნა უმეროვმა.

მისი თქმით, შეხვედრები გამართა ნორვეგიისა და კატარის პრემიერ-მინისტრებთან. უმეროვის განმარტებით, დავოსში გამართული შეხვედრების მთავარი თემები იყო ეკონომიკური განვითარება, ომისშემდგომი რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების გარანტიები.

„ცალკე შეხვედრა გაიმართა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო ეკონომიკური განვითარება, ომისშემდგომი რეკონსტრუქცია და უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბოლოდროინდელი დაბომბვის შესახებ, განსაკუთრებით კიევში არსებული სიტუაციის შესახებ, სადაც დარტყმების შედეგად მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა“, - აღნიშნა უმეროვმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება