ვლადიმერ პუტინი - ვფიქრობ, შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გავუგზავნოთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისკენ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი მზადაა, „მშვიდობის საბჭოსთვის“ მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხოს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული სავალუტო რეზერვებიდან.

„ახლაც კი, სანამ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობასა და მუშაობაში ჩვენი მონაწილეობა გადაწყდება, პალესტინელ ხალხთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან „მშვიდობის საბჭოსთვის“ ერთი მილიარდი აშშ დოლარი გავგზავნოთ“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს