დონალდ ტრამპი - გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს რთული საკითხია“.

„ამას მოგვიანებით განვმარტავთ, მაგრამ ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვსაუბრობთ. ეს ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმება, „ფაქტობრივად, კონცეფციას წარმოადგენს“.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დანიამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ვვარაუდობ, რომ ეს გააკეთეს, რადგან რუტე მათ წარმოადგენს. ის ძლიერი ლიდერია და ვფიქრობ, მათ ესაუბრება. ის ყველასთან საუბრობს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს