მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი - გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც დეპარტამენტი განმარტავს, კრიტერიუმების გამკაცრება განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, შემსყიდველი ორგანიზაციები კი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

„შესაბამისად, გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, როგორც შესრულებული პროექტების, ასევე წარმოსადგენი რეკომენდაციების მიმართულებით.

ამასთან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზრდება წარმოსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად განკარგვას, ასევე აამაღლებს მიმწოდებელთა მზაობას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, რათა უწყვეტად ისარგებლონ „თეთრი სიით“ მინიჭებული შეღავათებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს