სტივ უიტკოფი - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ერთ საკითხამდე დავიყვანეთ

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ერთ საკითხამდე დავიყვანეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უკრაინის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს თემა ერთ საკითხამდე დავიყვანეთ და ამ საკითხის მოგვარების ვარიანტები განვიხილეთ. თუ ამ საკითხის მოგვარება ორივე მხარეს სურს, მაშინ ამას სრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა უიტკოფმა.

უიტკოფმა დაადასტურა, რომ დღეს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზნით მიფრინავს.

„მოსკოვის შემდეგ აბუ-დაბიში მივემგზავრებით. ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან იქ სამუშაო ჯგუფები სამხედრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმუშავებენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს