ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ელჩმა გულიევმა ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ელჩმა ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის როლს ქვეყანაში სანდო და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში და აღნიშნა, რომ ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, წარსულში, როგორც მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება, საქართველოსა და აზერბაიჯანის საადვოკატო პროფესიებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ირაკლი ყანდაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს სტუმრობისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის საადვოკატო პროფესიების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ორმხრივი ჩართულობის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი