„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ცნობით, მემორანდუმი წარმოადგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და EPLO-ს უნივერსიტეტს European Law and Governance School (ELGS) შორის მრავალმხრივ აკადემიურ თანამშრომლობას.

„მემორანდუმის საფუძველზე CUE-ში ამოქმედდება ELGS-ის კამპუსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ELGS-ის სამართლისა და საჯარო მმართველობის სამივე საფეხურის პროგრამებში ჩართვა. შეიქმნება CUE-სა და ELGS-ის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამები, CUE მსურველებს შესთავაზებს EPLO-ს სერტიფიცირებულ კვალიფიკაციის ამაღლების, კარიერული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებს. აგრეთვე, CUE-ს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ELGS-ის საზაფხულო და ზამთრის სკოლები EPLO-ს საბერძნეთის, იტალიისა და პორტუგალიის კამპუსებში. CUE-ს სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ ELGS-ის ხსენებულ კამპუსებში Erasmus+ მობილობის გამოყენებით.

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში’’ არსებული ELGS-ის კამპუსი არის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე პირველი და ერთადერთი კამპუსი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) გენერალურმა დირექტორმა ვასილიკი ლიკურამ და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ.

ხელმოწერას ესწრებოდა EPLO-ს რეგიონული დირექტორი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ელჩი იოსებ ნანობაშვილი, რომელმაც CUE-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გააცნო ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის საქმიანობა, EPLO-ს უნივერსიტეტის - ELGS-ის სტრუქტურა, ELGS-ის ადმინისტრირების საკითხები, მისი აკადემიური პერსონალი, ასევე ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომლითაც CUE-ს სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ EPLO-სა და CUE-ს შორის გაფორმებულმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს