დონალდ ტრამპი - ღაზა ლამაზი ადგილი გახდება

ღაზა ლამაზი ადგილი გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წესდების­ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

„მე გულის სიღრმეში უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენელი ვარ. ყველაფერი მდებარეობაზეა დამოკიდებული. მე ვთქვი: შეხედეთ ამ ზღვისპირა ადგილს. შეხედეთ ამ ლამაზ ადგილს. ეს შესანიშნავი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

საბჭოს შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა წარადგინა.

კუშნერის თქმით, ღაზას „საოცარი პოტენციალი“ აქვს, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით.

„თუ „ჰამასის“ დემილიტარიზაცია არ მოხდება, მაშინ ეს ღაზას მოსახლეობის მისწრაფებებს შეაფერხებს. ჩვენი მიზანი ისრაელსა და პალესტინელ ხალხს შორის მშვიდობაა“, - აღნიშნა კუშნერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს